Digest Logo

„როგორ შეიძლება აღწერო ის სიყვარული, რასაც გრძნობ?“ - ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

1776927776
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.

არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით. 

ამჯერად მან სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული კადრები გაგვიზიარა:

„როგორ შეიძლება აღწერო ის სიყვარული, რასაც დედის მიმართ გრძნობ??

შეუძლებელია. არ ვიცი რა დავწერო, ისე მიყვარს“, - წერს ნუცა ბუზალაძე. 

ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში ცოტა ხნის წინ „იმედის დილაში“ საკუთარ ყოველდღიურობაზე, ამერიკულ ცხოვრებასა და იმ მეთოდებზე ისაუბრა, რომლებსაც ენერგიის შესანარჩუნებლად იყენებს.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი ყოველი დილა მკაცრად გაწერილი რიტუალით იწყება, რაც ორგანიზმის გამოფხიზლებასა და ტონუსში მოყვანას ემსახურება.

მომღერალმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნისას თავს მეტი განებივრების უფლებას აძლევს, სადაც დედა საუზმეს ხშირად ლოგინში მიართმევს. ნუცას თქმით, მას სამშობლოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და აქ ენერგიით დასატენად ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩამოდის. 

 ნუცა ბუზალაძე: „დილა აუცილებლად იწყება წყლით, შემდეგ მინერალებით. აუცილებელია დილით პროტეინებით მდიდარი კარგი საუზმე, რადგან მე ყოველდღე ვვარჯიშობ. აუცილებლად ვაჩერებ სახეს ყინულიან წყალში 20 წამის განმავლობაში, შემდეგ უკვე სუნთქვის სავარჯიშოებია და ასე იწყება ჩემი დღე. როცა ამერიკაში ვარ, ჩემი დილა ადრე, 09:00 საათზე იწყება, საქართველოში კი დედაჩემი მანებივრებს - საუზმე და ყავა ლოგინში და ასე შემდეგ. ყოველ სამ თვეში აქ ვარ. საქართველოს გარეშე არ შემიძლია, რადგან უნდა დავიტენო სიყვარულით და დადებითი ემოციით“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან ბევრი, დიდი თავგადასავლები გველოდება, მიყვარხარ“ - როგორ მიულოცა გურამ ლომიძეს რჩეულმა დაბადების დღე

ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2026 წლის 23 აპრილისთვის?

„ტყუილსა და ჭორებს ამ დღეს განსაკუთრებით დამანგრეველი გავლენა აქვს...“ - 23 აპრილის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები