
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მთავარი საქმე, რაც ჩვენ გვაქვს არის, რომ დავამოწმოთ, რომ ქრისტე ღმერთია.
თუ შენ, შენი ყოველდღიურობით ამოწმებ, რომ ქრისტე ღმერთია, ჩათვალე, რომ შენი მისია, ამქვეყნად, შესრულებული გაქვს.
ჩვენ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტე არის ღმერთი, როგორ უნდა დავამოწმოთ?!
- თუ მე ვამბობ, რომ ქრისტე ღმერთია, ხმამაღლა, მაშინ მე უნდა შევიცვალო, მე აღარ უნდა ვიყო პარალიზებული,
მე უნდა გავიმარჯვო ჩემს დემონურ და პირუტყვულ მიდრეკილებებზე, აღარ ვიყო დაბმული ამ ცოდვებისა და ვნებებისგან და ვხდები ნათელი და მარილი ამა სოფლისა და ადამიანს სულ რომ არ სწამდეს ღმერთის,
ისეთები უნდა ვიყოთ, რომ დაგვინახონ თქვან - „ღმერთი არ მწამს, მაგრამ რომ იყოს, აი, ასეთი იქნებოდა”.
აი, ეს არის გამარჯვება ეშმაკზე, ასე იმარჯვებ შენს თავში დემონზე, ხდები ახალი ქმნილება, ხდები ნათელი და მარილი ამა სოფლისა და ამის მერე შენ ნამდვილად შეიძლება თქვა - მე მწამს, რომ ქრისტე ღმერთია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ამახინჯებს ტერფს მაღალი ქუსლი - შოკის მომგვრელი 3D კვლევა