
რამდენიმე დღის წინ ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.
სპორტსმენის ამ წარმატებას ეხმაურება ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) რომელიც გასულ წელს დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს.
„ოქროს ბიჭი ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ოქროთი დაგვიბრუნდა, ისევ გილოცავ ლაშა!
როგორი მაგარი სპორტსმენიც ხარ, იმაზე მეტი კიდე მაგარი ადამიანი და ქართველი ხარ, გენაცვალე გულში ჩემო ძმაო.
წინ კიდე ბევრი გამარჯვებები გველოდება“, - წერს ლევან გორგაძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეში 10 წუთი!“ - სახის იოგა, სილამაზისა და სულიერი ჰარმონიის შესანარჩუნებელი მეთოდი
⭕„ქართული ესტრადის სახე“ - ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„გილოცავთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს...“ - რას წერს ასტროლოგი მზის ტყუპებში ტრანზიტზე