Digest Logo

🎥 „დღეში 10 წუთი!“ - სახის იოგა, სილამაზისა და სულიერი ჰარმონიის შესანარჩუნებელი მეთოდი

1747827620
სახის იოგა

სახის იოგა მეტად უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ეს არის ბუნებრივი და არაინვაზიური გზა სახის კანის გასამკვრივებლად, კუნთების გასააქტიურებლად და ახალგაზრდული გარეგნობის შესანარჩუნებლად იდეალური ხერხი, რომელსაც სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება დღეში. სახის იოგის ბენეფიტებია: სახის კუნთების გაძლიერება, სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია, ლიმფოდრენაჟი (შეშუპებების მოსაშორებლად) და იდეალური კანი.

სწორედ აღნიშნული პროცედურის პრაქტიკულ რჩევებზე სასაუბროდ, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სახის იოგის სერტიფიცირებული ტრენერი თამუნა დარახველიძე იმყოფებოდა.

„სახის იოგის მთელი კონცეფცია არის - ვარჯიში, ლიმფოდრენაჟი და აკუპუნქტურის კომბინაცია.  ეს ყველაფერი კუნთებიდან ხსნის სპაზმს. 

ყველა ადამიანის სახის მდგომარეობა არის მისი ფსიქოსომატიკა. სახის იოგის გაკეთების ხანგრძლივობა არის ინდივიდუალური, ადამიანის ყოველდღიურ რუტინაზე აწყობილი. დღეში 10 წუთი კი ყველა ადამიანისთვის ნორმაა, რომელიც 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ გააკეთოთ“, - ამბობს თამუნა დარახველიძე. 

მან გადაცემაში ასევე ჩაატარა სახის იოგის ვარჯიშის მასტერკლასი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართული ესტრადის სახე“ - ნინო ჩხეიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕10 რამ, რასაც ადამიანების 98%-ი ძალიან გვიან სწავლობს

⭕„გილოცავთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს...“ - რას წერს ასტროლოგი მზის ტყუპებში ტრანზიტზე