Digest Logo

„როგორი სიყვარული შეუძლიათ ბავშვებს და ჩვენ რა დოზით უნდა გამოვხატოთ ეს გრძნობა“ - ინგა მამუჩიშვილის განმარტება

1781453724
 ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.

იგი გვიხსნის, როგორ და რა დოზით უნდა გამოვხატოთ სიყვარული ბავშვების მიმართ:

„ხშირად მიფიქრია თუ როგორი სიყვარული შეუძლიათ ბავშვებს და ჩვენ როგორ და რა დოზით უნდა გამოვხატოთ ეს გრძნობა.

ბავშვების სიყვარული ყველაზე სუფთა, გულწრფელი და უანგაროა.

ისინი სიყვარულს არ ზომავენ საჩუქრებითა და ძვირად ღირებული ნივთებით, მათთვის ყველაზე ძვირფასია ერთად გატარებული დრო, ჩახუტება, ყურადღებით მოსმენა და იმის შეგრძნება, რომ უპირობოდ უყვართ.

ჩვენ კი სიყვარული ყოველდღიური პატარა ქმედებებით უნდა გამოვხატოთ: მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ, ვუთხრათ, რომ გვიყვარს, ვეთამაშოთ, მოვუსმინოთ და მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. სწორედ ასე ყალიბდება ბავშვში უსაფრთხოების განცდა, თავდაჯერებულობა და სამყაროსადმი ნდობა.

ბავშვი სიყვარულს ყველაზე კარგად არა სიტყვებით, არამედ ჩვენი დროით, მზრუნველობითა და გულით გრძნობს. ის სიყვარული, რომელსაც დღეს ვაჩუქებთ, მთელი ცხოვრების მანძილზე მის ყველაზე ძლიერ საყრდენად დარჩება“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი შვილი დაინიშნა

„მშვენიერი წყვილი, ეს გოგო ანათებს...“ - კონსტანტინე სულამანიძე ორსულ ცოლთან ერთად პოზირებს

„იქ, სადაც ქრისტეს დამორჩილებას ცდილობს ეშმაკი – მე რას მიზამს?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება