საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი შვილი ანა ჟვანია დაინიშნა.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ავრცელებს.
იგი წყვილის ფოტოს გვიზიარებს:
„ანჩო დანიშნეს“, - წერს ნინო ჟვანია.
ცნობისთვის, ზურაბ ჟვანიას და მის მეუღლეს 3 შვილი ჰყავს, ბუსა (ბესარიონი) ლიზა და ანა.
2026 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ამ დრომდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
2005 წლის 3 თებერვალს, ტრაგედიიდან, რამდენიმე საათში, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი გაზით გაგუდვა დასახელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვენიერი წყვილი, ეს გოგო ანათებს...“ - კონსტანტინე სულამანიძე ორსულ ცოლთან ერთად პოზირებს
⭕„იქ, სადაც ქრისტეს დამორჩილებას ცდილობს ეშმაკი – მე რას მიზამს?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება