Digest Logo

🎥 „როგორც ამბობენ, იგი მებრძოლი არ არის და ორი კაცი დააგდო...“ - რას ამბობს შონ ო'მალი 21 წლის საბა ლაზიშვილზე

1794507382
შონ ო'მალი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ „იუთუბის“ საკუთარ არხზე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე ისაუბრა.

როგორც მისი საუბრიდან ირკვევა იგი მხარს უჭერს დვალიშვილსა და ლაზიშვილს. ასევე ამბობს, რომ საბა ლაზიშვილი მიუხედავად იმისა რომ 21 წლისაა შესანიშნავ ფორმაშია:

„პატივისცემა მერაბის მეგობარს. როგორც ამბობენ, იგი მებრძოლი არ არის, მოჭიდავეა. 21 წლისაა, მხოლოდ ჭიდაობს, არ ურტყამს. და მან ხაბიბის, ანუ უსმანის გუნდიდან ორი კაცი დააგდო. არ ვიცი, უმარმა, ან უსმანმა დაგეგმა თუ არა, რომ თავს დასხმოდნენ, თუ უბრალოდ სილის გაწვნა უნდოდა. მაგრამ რას ელი, როცა ვინმეს სილას აწნავ? გგონია, რომ უბრალოდ ისაუბრებენ? ძმამ კეპი შემოატრიალა, წინ გადმოიწია. ახლახან დაასრულეს ლოცვა? თუ პირდაპირ ამის მერე ლოცულობენ? იმიტომ რომ როგორც ვიცი, დღეში 5-ჯერ ლოცულობენ და როდისმე ხომ უნდა მოესწროთ?

რაც მოხდა, ალბათ იმის წინა ისტორიაა, როცა მერაბი უმარის მეგობარს სილას აწნავს. მაგრამ ვიტყოდი, რომ უსმანი აქ აშკარად მტყუანია. არ ვფიქრობ, რომ საქმის მოგვარების სწორი გზა ეგ არის. შეიძლება ერთი სილა გაარტყა, მერე დაცვა ჩაერიოს და ერთმანეთთან ანგარიში გაათანაბროთ ერთი ერთზე, ეგ ნორმალურია. მაგრამ ჯგუფურად თავდასხმა... ეს ერთგვარად ნიადაგს ამზადებს ჩხუბისთვის, პოტენციური ბრძოლისთვის“, - ამბობს შონ ო'მალი.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.

დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 RAF-ის ხელმძღვანელი – „უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია“

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕