ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც იგი წერს, მისი საყვარელი ქალაქი პარიზია.
„დროთა განმავლობაში, რაღაცნაირად, იშლება ყველანაირი აზრი ამ ფუჭი ცხოვრების და რჩება მხოლოდ სურვილი, აკეთო, რაც გინდა, როცა გინდა, როგორც გინდა. ალბათ, ეს არის მიზანი მიწიერი არსებობის, სულიერი მიზნებისგან განსხვავებით.
და როცა ეს სურვილი მომერევა ხოლმე, მივდივარ იმ ქალაქში, რომელსაც ყოველდღიური არსებობით არ შევბილწავდი; არც მუშაობით, არც რუტინით… მას მხოლოდ შამპანური, ბოდიალი, ფლირტი, სექსი და ბედნიერება უხდება.
ამიტომ არ ავირჩიე ის საცხოვრებლად, ამ ბედნიერების ხელშეუხებლობის შესანარჩუნენლად. როგორც არ ვბილწავ სიყვარულს ქორწინების ჯაჭვებით, ისე არასოდეს შევლახავ პარიზს, ყოველდღიურობით.
პარიზი ჩემი უცვლელი საყვარელია
my happy retreat, my happiness harbour,
je t’aime, Paris, majestique
The last time I met with Paris“,- წერს იუნა შაფათავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: