Digest Logo

„როგორც იცით წინა ორსულობა მომეშალა, ამიტომ...“ - რას წერს ორსული ნუკი კოშკელიშვილი მისი ცხოვრების მთავარ სიახლეზე

1750405076
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.

ამჯერად ნუკიმ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.

როგორც იგი წერს, ამ ინფორმაციის გავრცელება მაქსიმალურად გაწელა, რადგან წინა ორსულობა მოეშალა.

„როგორც იცით წინა ორსულობა მოგვეშალა, ამიტომ ამჯერად ძალიან ვფრთხილობდით და მაქსიმალურად გავწელეთ ამის გამოაშკარავება.

ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და ამდენი სითბოსთვის, მაპატიეთ თუ ყველას სათითაოდ პასუხს ვერ გცემთ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ინსტაგრამზე, რომ არ გავეცი პასუხი ვოთსაპში მოუწერია“ - მერაბ დვალიშვილმა მარკ ცუკერბერგის ზარს არ უპასუხა, რას ჰყვებაUFC-ის ჩემპიონი

⭕„მადლობა დაუვიწყარი და სიყვარულით სავსე სიურპრიზებისთვის“ - თამუნა ნიკოლაძემ 47 წლის იუბილე მეგობრებთან ერთად აღნიშნა

⭕ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ლონდონში სამეფოს აღლუმს დაესწრო - „დაუვიწყარი დღე სამეფოს სასახლეში“