სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეისბუკზე ლეგენდარული მოჭადრაკე საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მე 9 ტური ყაიმით დავასრულე - წინ კიდევ ორი ტურია.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!
ამ ვიდეოში დღევანდელ ჩემს პარტიას კოლეგებთან ვარჩევ“, - წერს ნონა გაფრინდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოცნებები არ იშლება, ისინი უბრალოდ თავიდან განისაზღვრება...“ - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
⭕„საოცრად დახვეწილი, მოხდენილი და ელეგანტური გოგო“ - ქეთი ძიგუას ესთეტიკური ფოტოები