Digest Logo

„რომ არა მადლის შეგრძნება, ტაძარში რა მოგიყვანდათ?! ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1787145373
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„– რა დაემართათ პეტრეს, იაკობს და იოანეს უფლისაგან გამობრწყინვებული ღვთაებრივი ნათლით?
– მოციქულები მოგვითხრობენ, რომ ბავშვივით ლუღლუღებდა პეტრე და არ იცოდა, რას ამბობდაო,
აქ დავრჩეთ, სამ კარავს გავაკეთებო,
მოსე და ილიაც გამოეცხადათ, როგორც გახსოვთ სახარებიდან,
ანუ ისინი თავდავიწყებას მიეცნენ, ]უბედნიერეს მდგომარეობაში იყვნენ;
ისეთ ბედნიერ მდგომარეობაში, რომ აღარაფერი ახსოვდათ
– რატომ?
– იმიტომ, რომ რაც მათ იხილეს, იყო არა ნივთიერი სინათლე, არა ქმნილება,
არამედ – რეალური ღმერთი.
ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ეს იყო მადლის თვალით დანახვა. მადლი არის თავად ღმერთი.
რომ არა მადლის შეგრძნება, ტაძარში რა მოგიყვანდათ?!
თქვენ ხშირად გიგრძვნიათ თქვენთან ღმერთის რეალური მყოფობა.
მთელი უბედურება ის არის, რომ ვგრძნობთ ხოლმე და შემდეგ ვკარგავთ, ვფანტავთ,
რადგან ის სამი რამ გვაკლია: სიყვარული, ერთგულება და გულმხურვალება უფლისადმი,
თავგანწირული გულმხურვალება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!...“ - ლევან შელეგია

⭕ „შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე ფერისცვალების დღესასწაულზე

⭕ „დაასახელეთ ერთი საქმე, რომლის წარმატებით დასრულებაც დღეს გსურთ...“ - როგორ გავიაქტიუროთ 19 აგვისტოს ენერგია