საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო.
გატანილი გოლი მიქაუტაძეს ეკუთვნის.
აღნიშნულ თამაშს სოციალურ ქსელში ფეისბუკ მომხმარებელი სახელით დარეგისტრირებული EK KO საინტერესო სტატუსით გამოეხმაურა:
„როცა მეკარე საკუთარი კარიდან გამოდის და მეტოქის საჯარიმოში ჩადის, ეს ნიშნავს იმას, რომ წირავს საკუთარ თავს ბოლომდე (იმიტომ, რომ აუცილებლად გადაუვლიან და გათელავენ გოლის გატანის შემთხვევაში!) მაგრამ, რეალურად ეს ჟესტი ნიშნავს ბოლომდე, ბოლო წუთამდე ბრძოლას და უპირობო თავგანწირვას.
აი ის თურქი ფეხბურთელი კი, მესამე გოლი ვინც შეაგდო, ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს
ფეხბურთელი! მოგებულ თამაშზე ბურთი ტრიბუნებისკენ შეეძლო გაეშვა მაგრამ ამას, მხოლოდ დიდი
ფეხბურთელები აკეთებენ, მინიმუმ კაცი უნდა იყო.
ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!ყველაფერი წინ არის!“ - მამუკა მდინარაძე