
თინა კანდელაკი ერთ-ერთი ხმაურიანი ფიგურაა, მასზე ბევრს საუბრობენ, აკრიტიკებენ და აღსანიშნავია, რომ ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა. მან არაერთი ხმაურიანი შეფასება თუ რეპლიკა გააჟღერა, რამაც საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
ამჯერად, თინა კანდელაკი ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს აკრიტიკებს და მათ იმ არტისტებს ადარებს, ვინც ქვეყანაში დარჩა.
„ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „ლუბე“ და სახალხო არტისტი, ნიკოლაი რასტორგუევი ჩვენს დაჭრილ ბიჭებს კლინიკაში კონცერტებს უტარებს, არტისტად წოდებულები სხედან თელ-ავივში და ღვინოს წრუპავენ“, – განაცხადა კანდელაკმა პუგაჩოვასა და გალკინზე.
ასევე დაგაინტერესებთ👇