Digest Logo

„რწმენა არის ძალიან დიდი საიდუმლოება...“ - მამა თეოდორე გიგნაძის საინტერესო ქადაგება

1737014749
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას, სადაც იგი რწმენაზე საუბრობს:

„ძალიან უცნაურად მეჩვენება - რატომ ხდება ისე, რომ ჩვენ, საკუთარ თავს ვუწოდებთ მორწმუნეებს,
ვაცნობიერებთ, რომ მორწმუნეები ვართ, მაგრამ ბოლომდე, რატომღაც, არ გვესმის, თუ რას ნიშნავს რწმენა,
ერთის მხრივ, ეს მაოცებს
და მეორეს მხრივ - არც მაოცებს,
იმიტომ, რომ რწმენა არის ძალიან დიდი საიდუმლოება,
ეს არის არა ჩვენი ინტელექტუალური მიხვედრილობა, რომ ღმერთი არსებობს,
ამას ჩვენ რწმენას არ ვუწოდებთ,
არამედ ეს არის ღმერთთან კავშირი,
ღმერთთან კავშირი,
ღმერთთან კომუნიკაცია,
ღმერთის ხედვა,
თუმცა ხედვა ძალიან ფართო გაგებით, ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენ როცა ვამბობთ ხედვას, ჩვენი ცნობიერება მიჩვეულია სივრცის აღქმას, მატერიალური ენერგიის, სინათლის აღქმას,
და როცა ჩვენ სულიერი გაგებით ვამბობთ ხედვაზე,
ჩვენ არ ვიცით ეს რას ნიშნავს,
მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ვართ მორწმუნენი, ქრისტიანული სწავლება არის შემდეგი -
ჩვენ უნდა ღმერთს ვხედავდეთ,
მასთან ერთობა გვქონდეს
და ეს ერთობა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ჩვენი გული გადაქცეული უნდა იყოს საღმრთო მადლის წყაროდ,
საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ,
ეს თავად უფლის სწავლებაა, რომელიც წმინდა წერილში ძალიან მკაფიოდაა გადმოცემული;
ამონარიდი ქადაგებიდან“, - წერს მამა თეოდორე გიგნაძის ფეისბუკ გვერდი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 საკუთარი ხელით შექმნილი შუქნიშანი, რობოტი საწმენდი და ჰიდტოელექტროსადგური - გაიცანით, პატარა გამომგონებელი გორიდან

🎥 16 იანვარი ლეგენდარული ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა

⭕არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა? - ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს