რუის-ურბნისის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - გარდაიცვალა ლეთეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მათე (ტატიშვილი).
ეპარქიის ცნობით, სასულიერო პირს სამშაბათს, 1 დეკემბერს, 14:00 საათზე, ამავე მონასტერში დაკრძალავენ.
„გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის ლეთეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი - მღვდელ-მონაზონი მათე (ტატიშვილი).
დაკრძალვა: სამშაბათს, 1 დეკემბერს, 14:00 საათზე, ამავე მონასტერში.
უფალმა აცხონოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. გთხოვთ, მოიხსენიოთ ლოცვებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფული ჩემთან ბრუნდება“ – რა პრაქტიკას უზიარებს გამომწერებს თაკო მელიქიშვილი
⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში