Digest Logo

„რუკა იცვლება, მაგრამ ამბიცია — არა“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია UFC-ის ივენთიდან

1776533516
ილია თოფურია

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, იგი ufc-ის ივენთზე იმყოფებოდა.

„რუკა იცვლება, მაგრამ ამბიცია — არა“, - წერს კადრებზე ილია თოფურია.

ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა, ის აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.

29 წლის ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

თოფურია მსუბუქი დიზივიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი გულის და სულის ყველაზე მეტად ამაფორიაქებელი...“ - როგორ მიულოცა ლუკა ჭოხონელიძემ დედას იუბილე

🎥 „დანაშაულად ვთვლი ბიჭების მკვლელობებს...ცოტა უხერხული მგონია ამ მთავრობის და იმ მთავრობის შედარება“ - ნინი ქარსელაძე

⭕ „იესო ქრისტე იძებნება ეკლესიაში...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე