Digest Logo

„რუსია და მათხოვრობს... ბარათები დაუბლოკეს... აქ ჩამოსული რუსეთის ბევრი მოქალაქე თავს ვერ ირჩენს, დაიწყო მათი გაბომჟების პროცესი“ - რა შეემთხვა ზურა ბატიაშვილს?

1650352417
ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მალე საქართველოში ბევრი გაჭირვებული რუსი იქნება, რადგან მოქალაქეებს ბარათები დაუბლოკეს.

ბატიაშვილის აზრით, საჭიროა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება.

„დღეს ჩემ ლაზ მეგობართან ერთად თურქულ რესტორანში ვიყავი და საერთოდ არაფერს დავწერდი, რომ არა ერთი დეტალი, რომელსაც იქიდან გამოსვლისას შეგვემთხვა.

გამოსვლისას ჩემი მეგობარი ორი ნაბიჯით ჩემზე ადრე გავიდა კარიდან და ვიღაც ქალი გამოელაპარაკა. რადგან მან რუსული არ იცის, მომიწია ამ ქალის მოსმენა, რათა გამეგო რა სურდა ჩემი მეგობრისგან.

აღმოჩნდა, რომ რუსია და მათხოვრობს. ლეგენდა კი ისაა, რომ მათ საბანკო ბარათები დაუბლოკეს და არ აქვს ფული.

თან როგორც სჩვევიათ ხოლმე „ნაგლად“ მხოლოდ რუსულად ლაპარაკობენ, თითქოს მთელი მსოფლიო ვალდებულია მათი ენა იცოდეს.

რა თქმა უნდა, პასუხის ღირსად არ ჩავთვალეთ, შემოვტრიალდით და გავეცალეთ.

ანუ რაზედაც ადრეც ვწერდი, აქ ჩამოსული რუსეთის ბევრი მოქალაქე უბრალოდ თავს ვერ ირჩენენ და დაიწყო მათი გაბომჟების პროცესი.

დღეს მათხოვრობენ, ხვალ დანაშაულსაც ჩაიდენენ და თუ ციხეში აღმოჩნდნენ, იქაც ჩვენი სარჩენები გახდებიან.

არადა, რუსეთის ეკონომიკური ჩამოქცევა მხოლოდ ახლა იწყება და ამ ღია კარის პოლიტიკით, რასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, კიდევ არაერთი პოტენციური ბომჟი და დამნაშავე აღმოჩნდება ჩვენს ქვეყანაში.

ეთნიკურ ნიადაგზე არავის ვერჩი. უბრალოდ ეს რეალობაა შექმნილი.

ამიტომ, მინიმუმ სავიზო რეჟიმის შემოღებაა საჭირო რუსეთთან“,- წერს ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მწუხარებით გაცნობთ ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალებას, ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება მშობელმა გამოსცადოს“ - კრიშტიანუ რონალდუ

🔵„ვცხოვრობ დამოუკიდებლად სრულიად მარტო... მაქვს ბინა, მანქანა და ბიზნესი“- დაქორწინების სურვილის მქონე ქალბატონების საყურადღებოდ!

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი