სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი 8 წლის ბიჭის შესახებ წერს, რომელსაც ომში მამა და ფეხმძიმე დედა გარდაეცვალა. ბავშვის გადასარჩენად მისული სამხედროები კი ამბობენ, რომ ასეთი უშიშარი ბიჭი არასდროს უნახავთ.
„8 წლის უკრაინელი ბიჭი, შეუპოვრობის, სიმამაცის და გამარჯვების ახალ სიმბოლოდ იქცა!
ქალაქ ბახმუტში რუსულ ჭურვებს მისი მამა და ფეხმძიმე დედა ემსხვერპლა! პატარა ბიჭმა, საყვარელ ძაღლთან ერთად ბევრი საათი გაატარა მარტოობაში.
მის გადასარჩენად მისული სამხედროები ამბობენ, რომ ასეთი უშიშარი ბავშვი არასდროს უნახავთ!
დაობლებული ბოგდანი, საკუთარ ცუგასთან ერთად ახლა უსაფრთხოდაა!
გაიზრდება, მასზე მთელი ქვეყანა იზრუნებს! აი, რუსეთი კი აუცილებლად დამარცხდება და ვეღარ გააუბედურებს მილიონობით ბავშვს!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ვერ მოგართვით!“ - ბაია პატარაია
🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება
🔵„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო“ - ია ფარულავას საგანგებო განცხადება