Digest Logo

„რუსულენოვან გასტრო-პაციენტებს სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით...“ - ჯაბა ზარქუა მიმართვას ავრცელებს

1693995561
ჯაბა ზარქუა

ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ რუსულენოვან გასტრო-პაციენტებს ენის ბარიერის გამო ვერ მიიღებს.

🔵 მნიშვნელოვან შეხვედრაზე ერთი დაფნის ფოთოლი უნდა წავიღოთ - რისგან გვიცავს დაფნა?!

როგორც მედიკოსი წერს, მას კომუნიკაცია პაციენტებთან ქართულად და ინგლისურად შეუძლია მხოლოდ.

„პაციენტების საყურადღებოდ:

მეგობრებო, გასტროენტეროლოგიაში (განსაკუთრებით ამბულატორიულ გასტროენტეროლოგიაში, სადაც პაციენტი თავისი ფეხით მოდის კონკრეტული ჩივილებით) საქმის 90% არის ანამნეზის აკრეფვა, ჩაძიება, მოსმენა და მოკლედ - პაციენტთან ვერბალური ურთიერთობა.

თუ ექიმმა წესიერად არ გაიაზრა რა მიმართულებით უნდა იაროს კონკრეტულ შემთხვევაში, დააყენებს არასაჭირო წამლებისა და კვლევების კორიანტელს, რაც თავად პაციენტს დააზარალებს საბოლოო ჯამში.

მე პაციენტის კონსულტირება (რასაც მე ვთვლი სრულფასოვან კონსულტაციად, იმას ვგულისხმობ) შემიძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რუსულად ყველაფერი მესმის, მაგრამ არ ვიცი სალაპარაკო რუსული იმ დონეზე, რომ პაციენტების მართვა ოპტიმალურად შევძლო.

დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი ნდობისთვის, თუმცა რუსულენოვან გასტრო-პაციენტებს სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით ენობრივი ბარიერის გამო და სჯობს ჩაწერამდე გაითვალისწინოთ ეს რომ ტყუილად არ მოგიწიოთ ლოდინი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს ჯაბა ზარქუა.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შეიძლება სუიციდამდეც მიგიყვანონ, ვინ ხართ ფუ თქვენი“ - თამთა ჭელიძე

🔵 „აი, ეს ხდება ნაგავშემკრებ კონტეინერებთან...ამისთვის არსებობს დამატებით ფასიანი სერვისი და დროა, საჭიროების შემთხვევაში, ყველამ ისარგებლოს ამ სერვისით“ - რა ფოტოები ვრცელდება თბილისის უბნებიდან