
„დრიფტერი“ ნოდო კოდუა სისწრაფისა და ექსტრემის მოყვარულ ავტომრბოლელებს ქალაქში დრიფტაობისგან თავის შეკავებას ურჩევს და სთხოვს საკუთარი და სხვისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდონ.
კოდუა საზოგადოებას საკუთარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ უამბობს და ჰყვება, თუ როგორ დაკარგა სრულიად მოულოდნელად ავტომობილზე კონტროლი. ამასთან კოდუა ხაზს უსვამს, რომ დრიფტის მოყვარულთათვის უკვე არსებობს ქალაქგარეთ მოედნები, სადაც ყველას შეუძლია სიამოვნება მიიღონ.
„ყოველთვის მინდოდა ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ხშირად ვისმენთ ისტორიებს და ინფორმაციებს ავარიების შესახებ, რომელიც ექსტრემალური მართვის და დაშვებული შეცდომების შედეგად ხდება.
მეც, როგორც ბევრ მოზარდს, ბავშვობიდან მიყვარდა ავტომობილის ექსტრემალურად მართვა და სისწრაფე. ადრეული ასაკიდან საკმაოდ კარგად ვფლობდი საჭეს და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვიყავი, სანამ თავადვე არ აღმოვჩნდი საკუთარი ექსტრემალურობის მსხვერპლი.
17 წლის ვიყავი, ახალი აღებული მქონდა მართვის მოწმობა და როგორც გამოცდილი ავტოსპორტსმენი ქალაქში „თავისუფლად“ გადავადგილდებოდი. მოძრაობის წესებს მაინც და მაინც არ ვიცავდი. ბევრჯერ გადავურჩენივარ ჩემ გამოცდილებას, მაგრამ ერთხელაც, სამწუხაროდ, არ გამიმართლა...
შუა ქალაქში, სააკაძის მოედანზე BMW M3-ით გადავწყვიტე, ეგრეთ წოდებული, დრიფტი. მოულოდნელად მოსახვევში გზის საფარი სველი დამხვდა დავკარგე მანქანის სრული კონტროლი და...
მინდა ყველას მოგიწოდოთ და გირჩიოთ, ვისაც გიყვართ სისწრაფე და ექსტრემი, არასდროს ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი და სხვისი სიცოცხლე. ქალაქში გადაადგილებისას დაიცავით წესები, დღეს უკვე ადვილია მსურველებმა მიიღონ ტარებისგან სიამოვნება და მიიღონ შეჯიბრებაში მონაწილეობა ისე, რომ არავინ დააზარალონ, ამისთვის ქალაქში არსებობს რამდენიმე ადგილი. არ გაიმეორო ჩემი შეცდომა! ატარე მშვიდად და უსაფრთხოდ!სიყვარულით, ნოდო კოდუა“, - წერს ნოდო კოდუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„შკოდა რომ ვიყიდო, შევძლებ ავტობუსის ხაზში და წითელზე სიარულს?“ - ნიკა გრიგოლია