სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც უსამართლობის ატანის სიმძიმესა და საბოლოოდ სიკეთის გამარჯვებას ეხება. სასულიერო პირის სტატუსს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არ არის მარტივი უსამართლობის გაძლება და ატანა.
ადამიანი ხარ და გიკვირს, ხშირად სვამ კითხვას საკუთარ თავთან, ბოროტებს რატომ ემართებათ ხელი, რატომ არიან ყველაფერში წარმატებულები, სად არის ამ დროს ღმერთი?!
ცხადია, ნორმალურ ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება ამ ტიპის კითხვები, მაგრამ პასუხები თითქოს არ ჩანს…
არადა, არის, პასუხებიც არის აუცილებლად.
ამ სამყაროში სამართლიანობის ზეიმი არ არსებობს, მაშინ სამოთხე იქნებოდა.
საბოლოო სიტყვას ღმერთი ამბობს და არასდროს, არავის შერჩენია უსამართლოდ მოპოვებული პატივი და დიდება.
ჩვენ, სულსწრაფი ადამიანები ვჩქარობთ, თორემ ღვთის წინაშე ყველა აგებს პასუხს… განსაკუთრებით ისინი, ვინც საკუთარი მოვალეობა გადაჭარბებულად გამოიყენა სხვების დასაჩაგრად…
ძნელია ბოროტების გაძლება, მაგრამ ღირს, როცა საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს…
ისედაც გამარჯვებული ხარ, ბოროტება რომ ვერ გაბოროტებს, ადამიანობას რომ ვერ გაკარგვინებს…
ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თავით მაღლა ხარ…
ამ სიმაღლეს კი, ვერც ერთი თანამდებობა ვერასდროს აწვდება!..“, - წერს პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი