ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს - საბა მამფორიას ცივი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა.
საბას ბებია - ნატო პერტაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილიშვილს ემშვიდობება.
„უფალო, სატანას რატომ ჩაუგდე ხელში ჩვენი პირველი სიხარული, ანგელოზი, საბა მამფორია.
გაგვიმწარდა შვილები, გაგვინადგურდა ოჯახი.
მომიკლეს ჩვენი საოცრება საბა
საბუნა ბებიკო, ბებია, ბებოოოოოოო.
შენ არა ხარ, არც ფეისი იქნება ჩემთვის.
დიდი სიყვარულით გემშვიდობებით მეგობრებო. მუდამ მხიარული ზარები გქონოდეთ.
ჩემი ანგელოზი საბააა“, - წერს მამფორიას ბებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?