როგორ მოხვდა ირინა ონაშვილი მის საქართველოს კონკურსზე, ამის შესახებ მოდელი გადაცემაში „სთორი“ საუბრობს.
როგორც მოდელი ამბობს დედამისის თხოვნით მივიდა პირველ კასტინგზე.
„მოულოდნელი არ იყო ჩემთვის „მის საქართველოს“ ტიტული, რადგან როდესაც ნაბიჯს დგამ ე.ი მზად ხარ ამისთვის.
მის მსოფლიოსთვის ცოტა მაკლდა გამოცდილება, უფრო დიდი რომ ვყოფილიყავი შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო“ - ამბობს მოდელი.
ირინა ასევე 2003 წელს მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზ გოგონას შორის მოხვდა და ამასთანავე, „მის ტალანტის“ ტიტულიც ერგო.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს რომ ქართული ენა იკარგება. ხალხნო რამ შეგაშინათ?“ - დათო ლიკლიკაძე