
მწერალი გიორგი კეკელიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. როგორც თავად წერს, სპორტსმენს ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭეს.
გარდა ამისა, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ილია თოფურიამ საკუთარი ჰონორარით ე.წ. სოლიდური სიმსივნის (სიმსივნის საკმაოდ აგრესიული ფორმა. რედ. შენიშნვნა ) დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა.
„დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით.
მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა. ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით „სოლიდური სიმსივნის“ დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ იყო პედაგოგი, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა - „უდავოდ დიდი დანაკლისია“
⭕ლევან წულაძე 59 წლის გახდა - ნახეთ, როგორი ტორტი მიართვეს რეჟისორს
⭕საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავა