ექიმი თამარ ჟამურაშვილი, ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ კოვიდპასპორტები აქამდე უნდა იყოს საქართველოში შემოღებული.
„რა გვეჩქარება, სად გვეჩქარება? ჯერ ჩავატაროთ კიდევ ერთი ორი მიტინგი. მივცეთ გზა ფართო თინა თოფურიას და მის მეგობრებს…
ასტრაზენეკა ხომ ჩამოვწერეთ, ახლა პფაიზერიც მივაყოლოთ, ან ეს წვრილმანი რა სალაპარაკოა საერთოდ?!
რა პრობლემაა, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ყოველ დღე, მეტი ხომ არა?!
შარშან საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ შეზღუდვები ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს და ეკონომიკას ანგრევს?!
ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იყო ყველასთვის…
ჯერ ვიფიქროთ, კაარგად ვიფიქროთ, მერე გავაანალიზოთ ჯერ ცალკე, შემდეგ ჯგუფურად, მერე კიდევ ერთხელ გამოვიძინოთ და იქნებ გათენდეს დღე და მთავრობასაც აწყობდეს ეს ოხერი მწვანე პასპორტი…
უფალი თქვენკენ!“ - წერს ჟამურაშვილი.
შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:
„შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. ერთგვარად ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება. უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“. თუმცა, ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას.
ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით “პისიარ” ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გამოცდილება გვაქვს!... დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება“
🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება
🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს
🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს
🔵დღის რჩევა: კარგი დღეაშერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად