Digest Logo

„სად ხართ არასამთავრობოებო? სად ქრება ხოლმე ასეთ დროს ქალთა მიმართ სოლიდარობის მქადაგებელთა სულები?“ - მაკა რაზმაძე ბაბი კირკიტაძეს მხარდაჭერას უცხადებს

1701969617
ბაბი კირკიტაძე

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

მას გარეგნობის თუ ჩაცმის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

ამჯერად მომღერალი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მისი თქმით უხამსი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დაუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბაბის კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს.

„ამ საძაგლობის გამკეთებელმა ალბათ არ იცის რომ მსგავსი ვიდეოების დამონტაჟება და გავრცელება დანაშაულია და სასჯელს ითვალისწინებს!
აი ეს შედეგი მოაქვს მსგავსი ბონძღების დაუსჯელობას და წახალისებას!
სად ხართ არასამთავრობოებო? სად ქრება ხოლმე ასეთ დროს ქალთა მიმართ სოლიდარობის მქადაგებელთა სულები?
სხვებისგან რომ ითხოვენ მუდამ სოლიდარობას ის ხალხი სადაა ახლა?“,- წერს მაკა რაზმაძე.

ამავე თემაზე:

„ისეთ ამაზრზენ ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნო საიტებზეც რომ აღარ დებენ“ - ვის წინააღმდეგ შეაქვს სასამართლოში სარჩელი ბაბი კირკიტაძეს?