ბოტანიკოსი და ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე, მომღერალ ნანი ბრეგვაძეს 86 წლის იუბილეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ნანი ბრეგვაძემ აბსოლუტურად ყველა ადამიანის აღფრთოვანება მოახერხა.
„უყურებ, უსმენ და ფიქრობ როგორ იცხოვრა 86 წელი ისე რომ ერთი ადამიანიც არ არსებობს მასზე გადაბრუნებული სიტყვის მთქმელი, ყველას უყვარს, ყველა აღტაცებული და აღფრთოვანებულია მისით.
სადაც ნანია იქ ყველაფერი ელავს, ბრჭყვინავს და შენც უკეთესი გგონია შენი თავი.
გუშინ ბრძანა: „სიხარულით მიიღეთ კომპლიმენტები, შექება, გაგიხარდეთ კიდეც მაგრამ არასდროს დაიჯეროთ რასაც გეუბნებიან მართალია, გააგრძელე შრომა, იმაზე მეტი მოსთხოვე შენს თავს ვიდრე შეგიძლია, შეგაქებენ გაუღიმე, მადლობა არ დაიშურო, დახარე თავი და იმუშავე, იმუშავე, იმუშავე...“
დღეგრძელი იყავით, ბედნიერებაა თქვენს სიახლოვეს ყოფნა, თქვენი მოსმენა, ცქერა, მასპინძლობა..“ - წერს შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს ამ ქუჩებს წყალი 6 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
🔵ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი
🔵🎥 „კუნთმაგარი ბიჭები“ მოიყვანა და ძალის გამოყენებით ცდილობს მშენებლობის გაგრძელებას“ - რა ხდება მუხიანში