გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც წერს, რომ ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე.
ექიმი ამბობს, რომ ადამიანი გაფანტული სკლეროზის სიხშირე იზრდება, რაც უფრო შორს ვცხოვრობთ ეკვატორიდან:
1️⃣საღამოობით 2 სანტიმეტრამდე დაბლები ვართ, ვიდრე დილით. გრავიტაციის გამო ხერხემლის დისკები პრესს განიცდიან და სითხეს კარგავენ.
2️⃣ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე.
3️⃣მთელი სხეულის ძვლების ნახევარზე მეტი ხელებში და ფეხებშია.
4️⃣ჩვენი სხეული უფრო მეტი ბაქტერიებისგან შედგება, ვიდრე „ჩვენივე” უჯრედებისგან😱
5️⃣ოფლი ოლფაქტორულად ნეიტრალურია, მხოლოდ კანის ბაქტერიები აძლევენ მას სპეციფიკურ სუნს.
6️⃣ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო კანია, ყველაზე პატარა - ეპიფიზა (ტვინის არეალი, რომელიც მელატონინს გამოჰყოფს).
7️⃣სხეულის ყველაზე მაგარი ქსოვილი არის კბილის მინანქარი.
8️⃣წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან.
9️⃣მთაში წონა ნაკლებია, ვიდრე ბარში. ასევე ნაკლებს ვიწონით ეკვატორთან ახლოს, ვიდრე პოლუსებთან.
1️⃣0️⃣გაფანტული სკლეროზის სიხშირე იზრდება, რაც უფრო შორს ვცხოვრობთ ეკვატორიდან.
1️⃣1️⃣კონტრაცეპცია მარტო ქალის საზრუნავი ნამდვილად არ არის, რადგან მათ აბებს სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეთ.
1️⃣2️⃣სექსის შემდეგ მოშარდვა იცავს საშარდე გზების ინფექციებისგან, განსაკუთრებით ქალებს.
1️⃣3️⃣ტვინს არ აქვს ნოციცეპტორები - ანუ ტკივილის შეგრძნება. შესაბამისად შესაძლებელია ფხიზელ პაციენტს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
1️⃣4️⃣კიდურების ამპუტაციის შემდეგ ტვინი მაინც „ფიქრობს“, რომ ის კიდური არსებობს. ამის უკიდურესი ფორმაა ფანტომური ტკივილი (phantom pain).
1️⃣5️⃣ძლიერი ესპრესოს პირველივე ყლუპზე გულის აჩქარება ყავასთან არ არის კავშირში, არამედ ჩვენს მოლოდინთან.
1️⃣6️⃣შენი ცხოვრება დიდწილად შენივე გადაწყვეტილებების რეზულტატია.
1️⃣7️⃣ჰემოროიდული პრობლემები, იგივე ბუასილი არ ტეხავს. დროულად მიდი პროქტოლოგთან, მალამოები იშვიათად და მხოლოდ იოლ ფორმებს შველის.
1️⃣8️⃣ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის მიცემა.
1️⃣9️⃣დავნერგოთ საშვილიშვილოდ: არ ვაკეთებთ კომენტარს ადამიანის წონაზე! ერთი არასწორი რეპლიკა და ადამიანს შეიძლება დაიწყოს კვებითი აშლილობა ცხოვრების ბოლომდე, მყოლია თან ასეთი არაერთი პაციენტი.
2️⃣0️⃣სხვისი ბავშვის ლოყებს დაანებე თავი! შენ რაც გისწორდება, ბავშვს ძალიან უტყდება და ხშირად ვერც იგებს, რა ხდება!
2️⃣1️⃣ოპტიმიზმი ცხოვრებას ახანგრძლივებს!
2️⃣2️⃣მექანიკური სექსი მხოლოდ პენეტრაციით მშრალი პურის ჭამას ჰგავს დელიკატესებით სავსე სუფრაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯანმრთელობაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ეს შემიძლია დაგიგარანტიოთ...“ - რას წერს არუნ ხათრი