Digest Logo

„საკუთარი თავი კი არ დაადანაშაულა, რომ შვილი ვერ დაიცვა, ადგა და ბავშვს სცემა... ბავშვი სისხლდენით კლინიკაში იყო გადაყვანილი და ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო“ - რას წერს თამთა ჯანაძე

1669282775
თამთა ჯანაძე

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე შუა ხნის კაცმა იძალადა.  შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

მას შემდეგ კი რაც გოგომ მომხდარზე ოჯახს უამბო, მას მამამ სცემა. შედეგად, გოგონა მიღებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამთა ჯანაძე გამოეხმაურა.

„14 წლის გოგომ მამას უთხრა, რომ გააუპატიურეს და რა ქნა მამამ? ადგა და ისე სცემა, ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ჯერ რამხელა ტანჯვად დაუჯდებოდა მამასთან მისვლა და ამის თქმა და მაინც გაბედა, მივიდა ადამიანთან, ვინც ყველაზე დიდ მცველად ეგულებოდა, ამ კაცის მსგავსმა კიდევ საკუთარი თავი კი არ დაადანაშაულა, რომ შვილი ვერ დაიცვა, ან მოძალადესთან კი არ გავარდა სამაგიეროს გადასახდელად, რაც ყველა ნორმალური მშობლის ინსტინქტი იქნებოდა, ადგა და ბავშვი სცემა. ჰო, კიდევ ვიღაც სულჩამპალი დეიდები ფბ-ზე ენას ილესავენ და ბავშვს ადანაშაულებენ, მათი აზრით, 14 წლის გოგო სულ იმაზე ოცნებობს, რომ ვიღაც შუახნის პედოფილმა გააუპატიუროს. ამის მერე გვიკვირს, რატომ ვერ იღებენ ხმას ძალადობის მსხვერპლები. 

იქით 8 წლის გოგო გახდა ბიძისგან ძალადობის მსხვერპლი და აქაც მამა როგორ იქცევა? - ოჯახის არარსებულ ღირსებას იცავს, ძმას ესარჩლება და დედას ტყუილში ადანაშაულებს. სახლი უნდოდა თურმე და ამიტომ მოიგონა ეგ ამბავი. არადა ბავშვი სისხლდენით კლინიკაში იყო გადაყვანილი და ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო, თვითმხილველი წერდა.  

ეს ამბები საკმარისი არ აღმოჩნდა დღევანდელი დღისთვის და კიდევ ერთი უბედურება - 12 წლის გოგომ 16 წლის ბიჭისგან შვილი გააჩინა. „დეიდების" ნაწილი აქაც ბავშვს ადანაშაულებს, ნაწილი ძალიან „კეთილია“ და 12 წლის დედას ღირსეული შვილის გაზრდას უსურვებს. 

ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ერი ერთი კვირაა ჯერ იმას არკვევდა „ყატარი“ იყო სწორი ფორმა, თუ „კატარი“ და ახლა იმას იძიებს ხვიჩა კვარაცხელიამ სამეგრელოში ყველა მეზობელს ჩამოართვა ხელი და მოიკითხა გულმხურვალედ, თუ უკვე „აუვარდა თავში". 

ვაი, მართლა ჩვენს პატრონს“, - წერს თამთა ჯანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერთ-ერთ დედას ბავშვი ხელწერილით გაჰყავს, ვინაიდან არ აქვს თანხა. ამას რომ ვწერ ხელები მიკანკალებს, მეშინია...“ - შოკის მომგვრელი წერილი „ინგოროყვას“ კლინიკიდან

🔵„ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ...“ - რას ჰყვება „მამულიჩა“ ლელა წურწუმიაზე

🔵„ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე