Digest Logo

„ერთი თავი იხურება, მეორე იწყება“ - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის უმცროსმა ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა

1779266426
სალომე ღვინიაშვილის

მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, დახვეწილ ლუქებსა და თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინას. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს - მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ის სტილისა და მოტივაციის ნამდვილ წყაროს წარმოადგენს.

3 შვილის დედას დღეს, 20 მაისს, ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე აქვს, მისმა და ზურა ხიზანიშვილის უმცროსმა ქალიშვილმა, ნიტამ, სკოლა დაამთავრა. მოდელმა ამ დღის ამსახველი ემოციური კადრები გამომწერებს გაუზიარა.

„ერთი თავი იხურება, მეორე იწყება“, - წერს მოდელი.

ცნობისთვის, მოდელს უფროსი შვილი ბიჭი, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ, თუმცა, როგორც თავად სალომე ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ.

სალომეს მეორე მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი საერთო შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პარიზში ჩემმა შვილმა რესტორანში მითხრა, ნახე, იქ რა ლამაზი გოგო ზისო…“ – როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე სულამანიძემ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„დღეს გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი“ - 20 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი