ექიმი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ რაჭაში ხალხის დასახმარებლად მიემგზავრება.
„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებო, მივდივართ რაჭაში, მიმყავს ექიმები და ფსიქოლოგები, ვისაც სურვილი გაქვთ წამოსვლის შემეხმიანეთ პირადში, მეორე ჯგუფთან ერთად წაგიყვანთ“, - წერს სოფო ჯაფარიძე.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
კურორტ შოვში მეწყერს 7 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ