Digest Logo

„სამივე დრო რაღაცას გასწავლის...“ - რას წერს გია მურღულია დროსა და ადამიანზე

1776156513
გია მურღულია.

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის, სამყაროსა და დროის იდუმალ კავშირზე წერს.

„სამივე დრო რაღაცას გასწავლის:

წარსული - იმას, რაც არ უნდა გაიმეორო. ეს გამოცდილებაა.

აწმყო - იმას, რა არის რაციონალური. ეს პრაგმატულობაა.

მომავალი - იმას, როგორ მოარგო ერთმანეთს სურვილი და შესაძლებლობა. ეს პოტენციური სიბრძნეა.

მთავარი კი ის არის, რომ დრო მთლიანი და განუყოფელია - გონიერი ადამიანისთვის ის არის გამოცდილება, პრაგმატულობა და სიბრძნე ერთად.

წარსულის აწმყო...

აწმყოს მომავალი...

მომავლის წარსული...

აი, რა არის ადამიანი და მისი ურთიერთობა ღმერთთან, სამყაროსა და მოყვასთან“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მუდამ იბრწყინე“ - შორენა ბეგაშვილი თბილისშია, ნახეთ მოდელის ახალი კადრები

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს ჩუმად, ეხმარება სხვებს და ენდობა თავის ხილვებს“ - 14 აპრილის კოსმოსური ამბები