UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ილია თოფურიას შესახებ წერს.
„ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ილიას ბრძოლის გარშემო ატეხილ ამბებს ვადევნებდი თვალს.
მესმის თითოეული თქვენგანის გულისტკენა და ისიც, თუ როგორ ცდილობს ყველა, რაღაც მიზეზით მაინც გაამართლოს ეს შედეგი.
სამწუხაროდ, სპორტში ასეც ხდება ილიამ ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლის. მისი გზა აქ არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრი დიდებული გამარჯვება და წარმატება გველოდება!
მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც სპორტსმენების გვერდით დგანან ნებისმიერ სიტუაციაში!
და მთავარი ხომ გახსოვთ?!
ძალა ერთობაში!!“, - წერს რომან დოლიძე.
ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ვიდეოს გვიზიარებს - „კარტი გინდა? ჩამეხუტე და მოგცემ“
🎥 ცნობილი სტუმრები და წვეულება ბუნებაში - ნახეთ, როგორ აღნიშნა გიორგი ნაზღაიძემ დაბადების დღე