ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„სამყარო მხატვრული სახეა და სიცოცხლე მისი დანახვის, შეცნობისა და გამოხატვის დრო და ადგილია.
როდესაც ადამიანი წუთისოფელს ტოვებს, ის ღმერთს უშუალოდ, პირდაპირ, არასახეობრივად ხედავს.
გრიგოლ ნოსელი "მაკრინას ცხოვრებაში" (მაკრინა მისი და იყო) ასე ამბობს:
„არღარა სახით და იგავით ჰმსახურებს ზეცისათა მათ, არამედ თვით მას ხატსა საქმეთასა განიცდის, არცაღა სარკითა და სახითა, არამედ პირსა ღმრთისასა პირისპირ ხედავს.“
პავლე მოციქული „კორინთელთა მიმართ“პირველ წერილში (13,12) ამ აზრს ასე გამოხატავს:
„ახლა სარკით, ბუნდოვნად ვხედავთ, მაშინ კი პირისპირ“.
„რიცხვნი" (12,8) კი გვამცნობს, რომ ღმერთი მოსესთან არა იგავით, არამედ პირდაპირ, უშუალოდ ლაპარაკობს.
თუ ჩვენი ცხოვრება სამყაროს სახეობრივი აღქმაა, მაშინ გამოდის, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე ერთ წიგნს ვკითხულობთ და მისი ბუნება მხატვრულია.
თუ ასეა, ის ჭეშმარიტებაც არის და მშვენიერებაც.
და, რა თქმა უნდა, თავისი ავტორიც ჰყავს.
სწორედ ის ჩანს ყოველ ფურცელზე.
ახალი დღე გათენდა.
შეეცადე დაინახო!“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს სპერმის ხარისხზე...“ - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს!