Digest Logo

„სანამ ეშმაკი ხედავს შენს სისუსტეს გადაწყვეტილებაში – მანამდე ბრძოლა გექნება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1785156619
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„სანამ ეშმაკი ხედავს შენს სისუსტეს გადაწყვეტილებაში – მანამდე ბრძოლა გექნება.
თუ შენს ცხოვრებაში, ერთხელ მაინც მიხვდები და დადგება დრო,
როცა შენ არანაირი შესაძლებლობას,
არანაირ შანსს არ მისცემ ეშმაკს, რომ მან თავის ჭკუაზე გატაროს,
თუ შენ პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებ,
დამერწმუნეთ,
რომ ამის მერე, თქვენი სიზარმაცე ლოცვაზე ან წირვაზე დგომისა – დასრულებული იქნება.
ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი თავგანწირვა,
როცა ადამიანი უკანმოუხედავად ისწრაფვის ქრისტესაკენ,
უკან აღარ იყურება.
ამის გაკეთება ადვილი არ არის,
მაგრამ დამერწმუნეთ, თუ ამას გააკეთებს ადამიანი,
მერე ქრისტიანული ცხოვრება იოლი ხდება,
იოლი.
მომაბეზრებელი, ბუზანკალივით რომ დაგდევს: „მოდი დაიძინე, დაისვენე, არ გინდა“ – ეს ყველაფერი დასრულდება.
დაიწყება სხვა ტიპის ბრძოლები,
რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო მძაფრი, მაგრამ უფრო ვაჟკაცური,
უფრო საინტერესო,
ეს ჩვენი გასავლელი გზაა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„გვაიძულებს დავინახოთ, სად გვჭირდება საკუთარი თავის გამოხატვა და სად საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება“ - ანა ჯალაღონიას ასტროპროგნოზი

როგორია ბედნიერი ქორწინება ქალის ფსიქოემოციურ სამყაროში? - ფსიქოლოგის განხილვა

„ჩემი ბედნიერება...“ - ირინა ონაშვილი ოჯახთან ერთად კრეტაზე ისვენებს