Digest Logo

„დოროყაშვილი თავს ცუდად გრძნობს, ის სასამართლო პროცესზე ვერ მიდის“ - ადვოკატის განცხადება

1660724594
ნეკა დოროყაშვილი

დღეს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა სავარაუდოდ, ჩაიშლება. დღეს დოროყაშვილს ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები, ვიდეომასალები უნდა გაესაჯაროებინა, მაგრამ დაზარალებული პროცესზე ვერ მიდის. 

სასამართლოში ახლა ექიმის დასკვნას ელოდებიან, რომ გაიგონ, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა დოროყაშვილი ჩვენების მისაცემად.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ის შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს, ამიტომაც სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივა.

„სავარაუდოდ, დღევანდელი პროცესი გადაიდება ჩვენი მიზეზით. დაზარალებული შეუძლოდ გრძნობს თავს. კოვიდ 19 უნდა გამოირიცხოს, რომ სხვებს საფრთხე არ შეექმნათ სასამართლო სხდომაზე. ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევები არ დასრულებულა და ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ასევე გამოკვლეული უნდა იყოს წარდგენილი აუდიო და ვიდეო მასალა, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტია აღწერილი“,- ამბობს ადვოკატი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა - ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან...“ - ლანა ნიკოლეიშვილი

🔵„არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა - თავი შეიკავეთ ყვირილისა და ჩხუბისგან“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, ჩააბარა, გადააგდოო“, მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ - ნანიკო ხაზარაძის რთული გადაწყვეტილება

წყარო: tvpirveli.ge