Digest Logo

„სანდრო ჩვენი თანამშრომლის შვილია, თავადაც წერდა გამორჩეულ სტატიებს...“ - ჟურნალი „კარიბჭე“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1780911975
ტრაგედია ტრაგედია

თბილისში, 7 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ ტრაგედიას, სოციალურ ქსელში ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქცია ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ერთ-ერთი დაღუპული რედაქციის თანამშრომლის შვილი და რძალია. წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა:

„კარიბჭის“ თანამშრომელს, როლანდ (რომილე) ჩხეიძეს გარდაეცვალა შვილი და რძალი - ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე. ისინი გუშინდელ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

სანდრო ჩხეიძე წლების წინ თავადაც წერდა ჩვენს ჟურნალში სრულიად გამორჩეულ სტატიებს.

სანდრო და ნათია იყვნენ უნიჭიერესი, მიზანდასახული, ძალიან კარგი ადამიანური თვისებების მქონე ახალგაზრდები. მათ 2 პატარა შვილი დარჩათ.

გლოვაა „კარიბჭის“ დიდ ოჯახში. სიტყვებს ვერ ვპოულობთ, როგორ ვანუგეშოთ როლანდი და მაკა.
უფალმა განუგეშოთ, ჩვენო უსაყვარლესო ადამიანებო. შეიწყალოს და აცხონოს სანდროს და ნათიას სულები. სასუფეველი ჰქონოდეთ.

გთხოვთ, მოიხსენოთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებულთა სულები“, - აღნიშნულია „კარიბჭის“ რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა 7 ივნისს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მარადისობიდან ვუყვარვართ ღმერთს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ ცნობილია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - „შეგვძრა ამ ამბავმა“

⭕ „შეცდომები, რომლებიც დავუშვით, მაგრამ მისი წყალობით სწორი გზა მოვძებნეთ, არა შეცდომები...“ - რამაზ გიგაური