Digest Logo

„საოცარი შეგრძნებაა, როცა ადამიანები დამცინიან, მაკრიტიკებენ... ისიც ვიცი, გოიმი რომ ვარ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1773654171
 გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„მიყვარს სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი. მიყვარს სამყარო და მახსოვს ადამიანი. შეძლებისდაგვარად შევიცანი ადამიანი. მივიღე ყველა ტალახი, მივიღე ყველა შექება, მივიღე ყველაფერი ავიც და კარგიც, ვისწავლე ბევრი, წავიკითხე ბევრი და ვიპოვე საკუთარი თავი, მერე კარგად დავაკვირდი, ობიექტურად შევაფასე და შევიყვარე, ამის შემდეგ მივიღე ის, რაც ძალიან მინდოდა. ახლა ვარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ვნეტარებ.

ვიცი, სტუმარი ვარ ამ საწუთროში და უნდა წავიდეს ჩემი სული იქ, საიდანაც მოვიდა, ვინ იცის, შეიძლება ისევ დავბრუნდე.

არაფრით არავისზე მეტი არ ვარ, არავისგან არაფრით გამოვირჩევი, ჩემი მაქვს საკუთარი ყველაფერი და საკუთარ თავს ვეთამაშები... და ამ თამაშ-თამაშში ვიპოვე თავისუფლება. თურმე ყველაფრის სათავე, შინაგანი თავისუფლება ყოფილა.

არასოდეს მომიხვევია საკუთარი აზრი სხვებისთვის, არასოდეს მომიპარავს სხვისი იდეები. როცა ჩემი იდეები მოუპარავთ, თავიდან მწყინდა, მერე სიამაყით ვივსებოდი, ცუდი რომ ყოფილიყო ხომ არ მომპარავდნენ. მერე მე სამყარო მაჯილდოებდა და უფრო კარგი იდეები მომდიოდა. ახლა იმდენი იდეა მაქვს სხვებსაც ყოფნის და მეც.
მიხარია სხვისი სიხარული, დარწმუნებული ვარ ჩემი სიხარულიც უხარიათ.

საოცარი შეგრძნებაა როცა ადამიანები დამცინიან, ან ზურგს უკან მაკრიტიკებენ. ის ადამიანები მაოცებენ ჩემი რომ შურთ, თან არ სჯერათ, თან გოიმს მეძახიან. ყველა უარყოფითი თვისება ვიცი საკუთარი თავის, მათ შორის ისიც ვიცი, გოიმი რომ ვარ.

მადლობა ყველას, ვინც კეთილად გადამეყარა და მაგალითი მიჩვენა სიკეთისა.

მადლობა ყველას ვინც ბოროტად გადამეყარა და მასწავლა, როგორი არ უნდა ვიყო.

მადლობა თქვენ ადამიანებო, ჩემსავით სტუმრებო დედამიწაზე.

აქ რომ შურთ, მტრობენ და ბოროტობენ, აქ რომ მიწასთან ასწორებენ და სიცოცხლეს უმწარებენ ერთმანეთს, ნეტა სულები როგორ კონტაქტობენ ცათა სასუფეველში?

ვაშაა“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება“ - ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა

„გემოვნებიანი, ყველაფერი უხდება...“ - რატი დურგლიშვილი იტალიაში მოგზაურობს

„თუ დიაბეტის მქონე პაციენტი ვიქნებოდი, ჩემს ყოველდღიურ რუტინაში ჩავრთავდი ამ 3 ბუნებრივ რამეს...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია