26 სექტემბერს ქართული შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი მოექცა - მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
ქორწილს ქართული შოუბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე ესწრებოდა.
ახალდაქორწინებული წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. მარიამმა და გიორგიმ თაფლობის თვის გატარება სიყვარულის ქალაქში, პარიზში გადაწყვიტეს.
მარიამმა სოციალურ ქსელში გამომწერებს მოგზაურობიდან კადრები გაუზიარა, რომელმაც უამრავი გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.
„რა ლამაზები ხართ“,
„ულამაზესი“,
„წმინდა სილამაზე“,
„საოცარი წყვილი“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები👇




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა როლი აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს დაორსულების დროს? - გინეკოლოგის რჩევები!