Digest Logo

🎥 საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1746521672
 ვახტანგ მაჭავარიანი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსის, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გარდაიცვალა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსი, ჩვენი ძვირფასი უფროსი მეგობარი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

1996 წლიდან ბატონი ვახტანგი გახლდათ ჩვენი ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1998–2004 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.

მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია. მადლობა მას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებისა და გვერდში დგომისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ ბრალდებულ ი.გ.-სთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს

🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი

⭕ დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა