Digest Logo

„დედამიწასთან კავშირის გაწყვეტით, ჩვენს ორგანიზმს წავართვით მთავარი საშველი...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე

1781443630
დამუხტვა დამუხტვა

ტექნოლოგიებით ისე „დავიმუხტეთ“, თითქმის ყველაფერი ონლაინ გვაქვს - სამსახური, ურთიერთობები, ემოციები, მაგრამ აი, მიწასთან შეხება კი სულზე გაუვარდა კაცობრიობას.

ჩვენ ვცხოვრობთ ეკრანებს შორის, სინთეთიკურ იატაკებზე, რეზინის ძირიან ფეხსაცმელებში თუ ა.შ. და ხშირად კვირები, თვეები, წლებიც კი ისე გადის, რომ შიშველი ფეხით მიწას საერთოდ არ ვეხებით.

მკაცრი მეცნიერებაა და ფაქტია - რაც უფრო ტექნოლოგიური გახდა ცივილიზაცია, მით უფრო დავშორდით იმ ბუნებრივ პირობებს, რომლებშიც ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, მილიონობით წელი ყალიბდებოდა.

სისტემა, რომელზედაც ჩვენი ორგანიზმია აწყობილი, უბრალოდ ვეღარ ცნობს ამ ახალ, სინთეტიკურ სამყაროს. ტექნოლოგიები, თავისთავად, აუცილებელია, მაგრამ როდესაც ისინი გვიპყრობენ და ბუნებრიობას გვინაცვლებენ, აი, აქ უკვე... ხე ფესვების გარეშე ხომ უბრალოდ ხმება.

არადა, ეს ხომ უმარტივესი ფიზიკა და ბიოლოგიაა. ცა დადებითადაა დამუხტული, დედამიწა კი - უარყოფითად. ჩვენ, ადამიანები, ამ ორს შორის ბუნებრივი გამტარები ვართ. ნუ ასე შეგვქმნა ღმერთმა და ევოლუციურად ისე მოვედით აქამდე, რომ ფეხშიშველი სიარულით მუდმივად ვიღებდით დედამიწის უარყოფით ელექტრონებს.

ჩავიცვით სქელი რეზინები, დავიგეთ იზოლატორები და შევწყვიტეთ ეს კავშირი. როცა გამტარობა ნულზეა, ჩვენს სხეულში დადებითი მუხტი იზრდება და დაძაბულობა მატულობს. ამას ემატება თავისუფალი რადიკალებიც - აი, ის „მშიერი“, დაუწყვილებელი მოლეკულები, რომლებსაც ერთი ელექტრონი აკლიათ.

ნაცვლად იმისა, რომ ეს ნაკლული ელექტრონი დედამიწისგან მზამზარეულად აითვისონ, ჩვენი იზოლაციის გამო სხვა გზა აღარ რჩებათ და მის წასართმევად პირდაპირ ჩვენსავე ჯანმრთელ უჯრედებს ესხმიან თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ფეხშიშველმა უნდა ვირბინოთ და ა.შ. არა, არაა... მცირე დამიწებაც თავისას შვება.

ყველაზე მარტივ საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც კი, სარეცხ მანქანას თუ მაცივარს, მწარმოებელი ქარხნულად იმისთვის უკეთებს დამიწებიან ჩანგალს, რომ ზედმეტმა მუხტმა აპარატი არ დაწვას. ინჟინრებმა კარგად იციან ფიზიკა. ჰოდა, ჩვენ - სამყაროს ყველაზე რთული და ძვირად ღირებული ელექტრობიოლოგიური აპარატურა - ამხელა ყოველდღიური ძაბვის ქვეშ, ყოველგვარი დამიწების გარეშე დავტოვეთ საკუთარი თავი.

დედამიწასთან კავშირის გაწყვეტით, ჩვენს ორგანიზმს წავართვით მთავარი საშველი - დედამიწის უფასო ელექტრონები, რომლებიც იმ აგრესიულ რადიკალებს დააკმაყოფილებდა და „დააშოშმინებდა“. ამიტომაც, ზუსტად ისე, როგორც ჩარჩენილი და გადამეტებული მუხტისგან სმარტფონის ძველი ელემენტი იბერება და შიგნიდან ზიანდება, ჩვენი უჯრედებიც ასეთ მუდმივ გადახურებაში, „ხანძარსა“ და შიდა ანთებაში არიან.

სასაცილო ის არის, რომ მეცნიერებმა სულ ახლახან დაიწყეს ამ ყველაფრის სერიოზული შესწავლა. ახლა წერენ ჭკვიანურ ტრაქტატებს „გრაუნდინგზე“, ატარებენ ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს და დიდი ამბით ამბობენ, რომ თურმე მიწასთან პირდაპირი კონტაქტი შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ადამიანზეო... არადა, მოდი რა, დაფიქრდი - რად უნდა ამას ამდენი ლაბორატორია და წვალება... ეს ხომ ის უმარტივესი ფიზიკაა, რომელიც ჩვენს თვალწინ მუშაობს და რომელზედაც ბუნებამ თავიდანვე იზრუნა. რა ვიცი, არა მგონია ღმერთს რამე შეშლოდა როცა ქმნიდა...

სანამ ისინი იკვლევენ და ამტკიცებენ იმას, რაც ისედაც ბუნების კანონია, ჩვენ მივდივართ აფთიაქში და ვყიდულობთ ძვირიან ანტიოქსიდანტებს, როცა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი პირდაპირ ფეხქვეშ გვიდევს. სულ რაღაც რამდენიმე წუთი შიშველი ფეხით ბალახზე ან მიწაზე გავლა საკმარისია, რომ ეს ზედმეტი დაძაბულობა და მუხტი მიწამ წაიღოს, იმ "მშიერმა" რადიკალებმა თავისი ელექტრონები მიიღონ და ორგანიზმმა ამოისუნთქოს.

გაჩერდი ერთი წამით და დაფიქრდი - ბოლოს როდის იგრძენი მიწა ფეხქვეშ არა როგორც უბრალოდ ასფალტის ალტერნატივა, არამედ როგორც რაღაც, რასაც მართლა ეკუთვნი... ჰოდა, სანამ საბოლოოდ გადაგვიწვია საკუთარი „მიკროსქემები“, სულ ცოტა ხნით გაიხადე ეგ ფეხსაცმელი, დადგი ფეხი ნესტიან ბალახზე და უბრალოდ იგრძენი, როგორ გადის შენგან მთელი ეს ნაგავი. შეეხე... შენივე ნაწილია ეგ მიწა, სხვა კი არაფერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ლიზა ჩიჩუამ და ირაკლი მაქაცარიამ პირველ შვილს დაბადების დღე დაგვიანებით გადაუხადეს

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 15 ივნისის ახალმთვარეობაზე - ეზოტერიკოსის რჩევები

🎥 „ჩემი ცხოვრების 70% სალონში გადის, უცნაურია, მაგრამ ქაოსში ვისვენებ...“ - რას ამბობს ნინო თოლორდავა