Digest Logo

„საქმიანობის გასაგრძელებლად გამოსავალი არის ის, რომ“... - რა შემთხვევაში ჩაირთვება adjaranet და imovies

1661700556
მარიამ კუბლაშვილი

მას შემდეგ რაც adjaranet და iMovies გაითიშა ჩვეულ მისამართზე ფილმებისა თუ სერიალების სანახავად შესულ მომხმარებლებს შემდეგი წარწერა დახვდათ — „საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“

ამ ფაქტმა ქართველი მაყურებლების დიდ ნაწილში გაურკვევლობა, გაკვირვება და ბრაზიც კი გამოიწვია. სამართალმცოდნე მარიამ კუბლაშვილი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და საიტების განახლების მთავარ პირობად, ვებგვერდების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კანონის ფარგლებში მოქმედება დაასახელა.

„რამდენიმე დღეა ფილმებისა და სერიალების მოყვარულებს ერთი ფრაზის წაკითხვა უწევთ - „საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“. ქართული სტრიმინგ პლატფორმები გაითიშა და უამრავი ადამიანია გაურკვევლობაში.

პლატფორმებზე კონტენტი საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული. ნებისმიერ მომხმარებელს უფასოდ შეეძლო როგორც გამოსული, ასევე ჯერ არ გამოსული ფილებისა და სერიალების ყურება. საქმიანობის გასაგეძელებლად გამოსავალი არის ის, რომ ამ კომპანიებმა დაიცვან ინტელექტულაური საკუთრების უფლება და კანონის ფარგლებში იმოქმედონ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, Imovies და adjaranet ქართველი მაყურებლების სრული უმრავლესობისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ვებგვერდებია, სადაც შესაძლებლობა ეძლეოდა ყველას, რომ ფილმები თუ სერიალები გამოსვლისთანავე მალევე სრულიად უფასოდ ენახა, მათ შორის ქართულად გახმოვანებულიც.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ხალხო არ შეიძლება პიტბულის უყურადღებოდ ყოლა...“ - ტორესა მოსი

🔵ხალიჩის ქვეშ ხავსი ერთი კვი­რით გააჩერეთ - ვანგას რჩევა ბარაქის მოსაზიდად

🔵„პოზიტიური დღეა ძველი პრობლემების მარტივად მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი