Digest Logo

🎥 „საშინლად ვბრაზობ ადამიანებზე, რადგან არ ვიცით ერთმანეთის დაფასება წუთისოფელში“ - გარდაცვლილ ნინო ლომიძეს ახლობლები ემშვიდობებიან

1751646588
ნინო ლომიძე

„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის“ სტუდენტი ნინო ლომიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის გარდაცვლილის ახლობლები, რომლებმაც ნინოს ემოციური პოსტები მიუძღვნეს:

„არ ვიცი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ, არ მახსოვს რა ხდებოდა გარშემო. მხოლოდ იმას ვგრძნობ, როგორ მეწვის თვალის უპეები, მარილიანი ცრემლებით ჩამწვარი. ვგრძნობ სულის ტკივილს და ვხედავ მხოლოდ ერთ ადამიანს - ლალის. მძულს ის სამყარო, სადაც დედას უკვდება შვილი. მძულს ის სამყარო, რომელმაც ჩემს სიცოცხლით სავსე მეგობარს უნდა ჩააცვას შავები. მძულს ის სამყარო, რომელმაც ყველაზე ფერადი გოგო გაუშვა აქედან.

ნინი გაფრინდა და გადაინაცვლა მარადისობაში, მასზე მეტად კი ჩემს მეგობარზე ვდარდობ, რომელიც განწირულია სამუდამო ტკივილისთვის. მე ვბრაზობ! საშინლად ვბრაზობ ადამიანებზე, რადგან არ ვიცით ერთმანეთის დაფასება წუთისოფელში. ჩემო ლალი, არ ვიცი როდის მეყოფა ძალა, პირადად შევძლო შენთან საუბარი... მე მტკივა, მე ვგრძნობ შენსას, მე შენთან ვარ!“.

„გაფრინდა ჩვენი ხვლიკიუსი, მიზანდასახული, ლაღი, ფერადი, განსხვავებული, ოცნებებით სავსე…
როცა ასეთ მეგობარს კარგავ, თითქოს სამყაროს ფერი ერთით ნაკლები ხდება“, - წერენ სოციალურ ქსელში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დახვეწილი, შარმიანი“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მატილდა გვარლიანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ჩვენი საამაყო გოგო“

„მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?“ - თეონა მუსელიანს მეგობრები ემშვიდობებიან