Digest Logo

„სასოება არ გვარცხვენს, რადგან ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1782105512
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„როცა ადამიანში ჩნდება ღვთისადმი მინდობა – მშვიდდება.
და ადამიანი ხედავს, რომ განსაცდელებს გადის,
იბრძვის,
მეომარია, მაგრამ ქრისტე მას არასოდეს ტოვებს.
ანუ,
შეიძლება გქონდეს დიდი განსაცდელი და უცებ ღვთისგან დიდი ისეთი წყალობა მოვიდეს.
ვხედავ, რომ ღმერთი განსაცდელში არ მტოვებს,
და მე უკვე ვენდობი – რომ ეს განსაცდელიც მე მჭირდება.
და აბსოლუტური ნდობა როცა ჩნდება,
და როცა ხედავ როგორ ზრუნავს ის შენზე,
რომ მთავარი არ დაკარგო – რომ რწმენა არ დაკარგო,
რომ გარდაცვალებამდე ისე მიხვიდე, რომ ღვთის ცეცხლოვანი სიყვარული ჰგიებდეს შენს გულში,
ამას რომ უფრთხილდება,
და რომ ხედავ, როგორ ზრუნავს, რომ ის სანთელი, რომელიც შენში აინთო, არ ჩაქრეს – არამედ ცეცხლად გადაიქცეს,
როცა ამას ხედავ,
ამგვარ მზრუნველობას ხედავ...
რომ ხედავ მას როგორ უყვარხარ,
როგორც აბსოლუტურად უნიკალური სამყარო,
მთელი სამყარო ხარ, ადამიანო,
და მას როგორ უყვარხარ – როგორც საკუთარი შვილი,
ამ დროს შენში ჩნდება მისდამი სიყვარული.
და ამიტომ ამბობს - „სასოება არ გვარცხვენს რადგან ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ შიო III სამების ტაძარში აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„მთელი სამყარო ხარ, ადამიანო და მას უყვარხარ როგორც საკუთარი შვილი...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება