Digest Logo

„საცხოვრებელ კორპუსში გამაგრებულ კრიმინალურ დაჯგუფებას, თავს დაესხა სხვა კრიმინალური დაჯგუფება - 40 წუთი ისმოდა სროლის ხმა“ - დინა მირცხულავა

1659713965
დინა მირცხულავა

მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია, წერს თუ როგორი მძიმე კლრიმინალური ვითარებაა მარსელში. დინა მირცხულავა ჯერ თავის ისტორიის შესახებ წერს პოსტს, შემდეგ კი მეგობრის სტატუსს აზიარებს.

ორივე ამბავი ერთმანეთს საოცრად ჰგავს და იმდენად მძაფრია, რომ მკითხველმა შესაძლოა ვერც დაიჯეროს რომ რეალური ამბავია. დინა მირცხულავს პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„ქალაქი მარსელი.

ქვემოთ ჩემი მეგობრის პოსტია.
აქ კი ჩემს ისტორიას დავწერ.

„შარშან ვისვენებდით სწორედ ამ მეგობართან (პოსტის ავტორთან).
მარსელში ჩასულებმა, სანამ კორპუსამდე მივედით, შემოწმება გავიარეთ, ნაგვის ურნებით იყო გზა გადახერგილი.
მერე ერთ - ერთ ჩვენგანს, იარაღი დაადეს ვისთან მიდიხართო... ფილმში მეგონა თავი, დედას გეფიცებით, ფერი არ მედო სახეზე, იარაღიანი ტიპები რომ გამოცვივდნენ.... წამოსვლის დღეს კიდე კორპუსს ცეცხლი წაუკიდეს“..

მეგობრის პოსტი უცვლელად გადმოვიტანე... 

ჩემს უბანში, გუშინ, ღამის ათ საათზე, თავდასხმა მოხდა.

ჩვენს რეზიდენციაში (ასე ეწოდება საცხოვრებელ კორპუსს) გამაგრებულ კრიმინალურ დაჯგუფებას, თავს დაესხა სხვა კრიმინალური დაჯგუფება, როგორც ჩანს მზვერავებს უცხო მანქანა შემოეპარათ. გაიხსნა ორმხრივი ცეცხლი, დაიჭრა ერთი „ჩვენებიდან“.

უბანში არსებული, ორი მცირე ზომის გასართობი პარკი სავსე იყო ბავშვებით და მშობლებით, ატყდა წივილ-კივილი, ერთი მეორეზე მიწყდომ-მოწყდომა. ბავშვებს, სასრიალოს ქვეშ აფარებდნენ დედები.

დაჭრილს, მაცხოვრებლებმა აივნიდან მიაშველეს წყალი და ნაჭრები. დაახლოებით 40 წუთი ისმოდა სროლის ხმა.
როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, პოლიცია დავლანდე, ძაღლები ახლდათ, ალბათ უწევდათ საღამოს მოსასაქმებლად გაყვანა და გამოასეირნეს, დაჰყვეს ნახევარი საათი და წავიდნენ. 

შუაგულ ევროპაში, სახელმწიფო, მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრებას ვერ ან უფრო სწორედ არ უზრუნველჰყოფს.

პოლიციას ეშინია.  

საცხოვრებელი სახლის გამოცვლა უდიდეს ადმინისტრაციულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ნუ ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ, რომ ვიგრძნო თავი, ერთადერთი რაც დამრჩენია, „ჩვენებს“ დავეხმარო საზღვრების გამაგრებაში. ფილმი არ გეგონოთ ხალხებო, ჩემს თვალწინს მომხდარ გუშინდელ ამბავს გიყვებით“, - წერს დინა მირცხულავა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შემოვიდნენ „მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით - მერე ნელ-ნელა მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს“ - ბუბა კუდავა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე

🔵„დღეს მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„პატარა ქერა ბავშვმა რუსულად მიმართა 6 წლის გოგონას - ბავშვმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ბებიამისმა რომ განწირული ხმით შეჰყვირა: არ დაელაპარაკო რუსულად!!“ - ლიზა ვადაჭკორია