
მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს. თიკა საჭმელების მომზადებითაც არის გატაცებული, იგი ერთ-ერთი კულინარიული შოუს ფინალისტიც იყო.
თიკამ ახალი სიმღერა, სახელწოდებით „აუ-რა“ გამოუშვა და საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარა. მსმენელს მისი სიმღერის ტექსტი არ მოეწონა, ბევრი გააკრიტიკა და საკმაოდ უარყოფითად შეაფასა, რასაც თავად მომღერალიც გამოეხმაურა და სოცქსელში გამომწერებს მიმართა:
„ძალიან, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიხარია, რომ დავთანხმდი ამ კოლაბორაციას. როდესაც თედომ პირველად მომასმენინა მაშინვე მივხვდი აზრს, როგორი ღრმა და საინტერესო იყო მთელი ისტორია, რომელსაც ეს სიმღერა ჰყვება.
ძალიან საწყენია, რომ ჩვენ გვიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომლებმაც საკუთარი ტრაგედიები, ბედისწერა და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირეს ამ სიმღერას, თუმცა ეს სიმღერა ადამიანების გზაზე მათ განვითარებაზე და პიროვნების შექმნაზეა ნამდვილად 1%-ითაც არ მიფიქრია რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა“, - წერს თიკა ჯამბურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო საზინა ბარსელონაში მოგზაურობს - ინფლუენსერი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
⭕„მამას პრინცესები...“ - როლანდ ოქროპირიძე ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს