9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
ოპერაცია მას ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა გაეკეთებინა.
კლინიკას გარდაცვლილის და, ლიზი ჩხიკვიშვილი, სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახის ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ მისი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობით შეიყვანეს და უკან სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობის შედეგად გარდაცვლილი გამოიყვანეს:
„მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა.
ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო, სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!“, - წერს ლიზი ჩხიკვიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჯემალ ღაღანიძის მეუღლე ლენა ღაღანიძე-გერმესაშვილი გარდაიცვალა - რას წერს შვილიშვილი