Digest Logo

🎥 „საზღვარზე მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე, თითქოს დრონს ეგვიპტის არმიას ვაბარებდი“ - რას ჰყვება ირაკლი ლომაია, რომელმაც ისრაელი ცოტა ხნის წინ დატოვა

1772295780
ირაკლი ლომაია

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რასაც ირანის საპასუხო ქმედებები მოჰყვა, მათ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ისრაელში სირენების ხმა ისმის, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დახურულია აეროპორტები. 

ისრაელში იმყოფებოდა ქართველი მსახიობი ირაკლი ლომაია, რამდენიმე საათის წინ ისრაელიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ დედასთან ერთად ისრაელს ტოვებდა და ეგვიპტეში მიდიოდნენ.

ამჯერად მან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა - იგი მშვიდობით ჩავიდა დედასთან ერთად ეგვიპტეში, მაგრამ მისი თქმით მას საზღვარზე 4000 დოლარიანი ახალი დრო ჩამოართვეს, მიუხედავად მისი პროტესტისა მას დრონის დატოვება მოუწია.

„ღმერთის წყალობით, ეგვიპტეში მშვიდობით შემოვედით. ახლა შარმ ელ-შეიხის აეროპორტში მივდივართ, რათა იქიდან ვიპოვოთ ფრენა საქართველოში დაბრუნებისთვის.

სამწუხაროდ, აქ კიდევ ერთ პრობლემას შევეჯახეთ საზღვარზე ჩამომართვეს ახალი დრონი, რომელშიც 4000 დოლარი მაქვს გადახდილი. მიუხედავად ჩემი პროტესტისა და განმარტებებისა, არანაირად არ დამრთეს მისი გატანის ნება. მითხრეს, რომ თუ დრონის დაბრუნება მინდა, უნდა დავბრუნდე ისრაელში და იქ დამიბრუნებენ.
მათ მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომლის შინაარსიც იყო თითქოს მე საკუთარი ნებით ვაბარებ დრონს ეგვიპტის არმიას. ვთხოვე, რომ მომეცათ იმ დოკუმენტის ასლი, რომელსაც ხელს ვაწერდი, თუმცა კატეგორიულად მითხრეს უარი და არ მომცეს არც ერთი ქაღალდი. ვცადე დოკუმენტისთვის მალულად ფოტო გადამეღო, მაგრამ დამინახეს და წამაშლევინეს.

მოკლედ რომ შემოვეშვით ეგვიპტეში შედეგად, იძულებული გავხდი დამეტოვებინა 4000 დოლარის ღირებულების სრულიად ახალი დრონი და გამეგრძელებინა გზა მის გარეშე“, - წერს ირაკლი ლომაია და ვიდეოს აქვეყნებს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ის აიცილებს უდიდეს დარტყმებს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

⭕რის გაცემა არ შეიძლება პირადი ნივთებიდან და რა უსიამოვნო მოვლენები შეიძლება, მოჰყვეს „ქველმოქმედების ამ რიტუალს“

⭕26 თებერვლიდან 20 მარტამდე რეტროგრადული მერკური გველის - რა პრობლემებია ამ პერიოდში მოსალოდნელი და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე