Digest Logo

„სევდიანი ამბავი კი ის არის, რომ...“ - რას წერს გია მურღულია?

1739976902
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„ქართველები ასე ამბობენ: „ხმლის სიმოკლე რას დაგიშლის - ფეხი წადგი წინარეო“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთისგან მოცემულ ძალასა და შესაძლებლობებს გაბედულება, გონიერება და მოხერხებულობა აძლიერებს - თუ გამარჯვების წინაპირობა არ არსებობს, თავად შექმენი ის!

ზოგჯერ ასეთ აუცილებლობას ადამიანი თავგანწირვამდეც მიჰყავს, თუმცა გამარჯვებას ძალიან უხდება გადარჩენა.
მოკლე ხმალზე რაც ითქვა, ახლა ვახსენეთ.

სევდიანი ამბავი კი ის არის, რომ მოკლე ჭკუას საშველი მაინცდამაინც არ აქვს - სამყაროს სიბრძნით ავსების დღესაც ის თავისას იზამს ანუ საქმეს გააფუჭებს.

„ჩემი სჯობსო!“ - ასე იტყვის და ვერავინ შეაცვლევინებს ახირებულ აზრს.

მოკლე ხმლის გაბედულება (მოქმედება შესაძლებლობათა გასაზრდელად) კარგია.

მოკლე ჭკუის გაბედულება (აქ უფრო წარუმატებლობისთვის განწირული ჯიუტი შემართება უნდა ვიგულისხმოთ) კარგი არ არის.

დილა მშვიდობის, ქართველებო - ჩვენი წინაპრების შეგონებები არ დავივიწყოთ.

ისინი ხმალთან ერთად სწორედ გონიერებამ გადაარჩინა - მაშინაც კი, როდესაც ხსნა თითქოს არც ჩანდა.
რაც არ ჩანს გზაზე, ჩანს გულსა და გონებაში“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთავარი ის კი არ არის, რას ეტყვი, მთავარია როგორ ეტყვი - გრძნობენ შენ სიყვარულს სტუდენტები...“ - ლია მეტრეველი

🎥 „როგორ შეხვდა 70,000 გულშემატკივარი ნიკოლოზის სტადიონზე გამოსვლას...“ - რას ამბობს გიორგი გველესიანი?

🎥 „მინდა ჩემს გვერდით იყო, არა იმიტომ რომ გამაბედნიერო, არამედ ჩემი ბედნიერება გაგიზიარო...“ - რატომ ვცოცხლობთ დიდხანს, როცა დიდი სამეგობრო წრე გვყავს?