Digest Logo

„შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება, მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე...“ - მაია ბუწაშვილი რძეში გამოვლენილი ნივთიერების, აფლაქოტსინის ზემოქმედებაზე

1743692058
მაია ბუწაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გამოეხმაურა და გამოვლენილი ნივთიერების აფლაქოტსინის შესახებ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„ახლახან სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ.

აფლაქოტსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.

რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).

აფლაქტოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.

აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ. ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას.
ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.

ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს. საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება“, - წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოხდება ორი მნიშვნელოვანი წერტილის შეერთება, რომელიც ასოცირდება კარმასთან, დროსთან და გარდაუვალობასთან...“ - აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა ხომერიკისგან

„აფეთქებები მზეზე, მაგნიტური ქარიშხლები, ადამიანის ხელით შექმნილი ნეგატიური სიტუაციები“ - ასტროლოგი ნინა ხომერიკი აპრილის მოსალოდნელ ასპექტებზე

🎥 როგორ შევარჩიოთ კაბა ჩვენი სხეულის ფორმებია მიხედვით? - 2025 წლის საქორწილო კაბების ტენდენციები